გამარჯობათ ! ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() ![]() |
Apr 22 2010, 03:13 PM
გამოხმაურება
#1
|
|
![]() Love me if you dare ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members გამოხმაურებები: 2 072 რეგისტრ.: 30-December 08 მდებარ.: უსაზღვრო სივრცეში მომხმარებელი № 2 |
დღეს 22 აპრილია და მსოფლიო დედამიწის დღეს აღნიშნავს, თუმაცა არამგონია ადამიანთა მოდგმა სატანადო ძალისხმევას იღებდეს იმისთვის, რათა დედამიწა დაიხსნან დაბინძურებისკენ
მაგალითად პოლიეთილენს მოვიყვან: მსოფლიოში 125 000 000 ტონა პლასტმასა იწარმოება ყოველწლიურად, აქედან _ 1 000 000 000 000-ზე მეტი პოლიეთილენის პარკი, 38 000 000 000 პოლიეთილენის წყლის ბოთლი და უთვალავი სხვა სახის პროდუქცია! * მოხმარებული პოლიეთილენის მხოლოდ 3,5 % გადამუშავდება, რადგან გადამუშავება უფრო ძვირი ჯდება ვვიდრე ახლის წარმოება. * დედამიწა მხოლოდ იმიტომ არაა პოლიეთილენის პარკებით და სხვა ნარჩენებით დაფარული, რომ მათი უდიდესი ნაწილი ოკეანეში ჩაინთქმება. * პოლიეთილენის დაშლას ასწლეულები სჭირდება. მისი დაშლის დროს მომწამვლავი აირები გამოიყოფა. * დროთა განმავლობაშI პოლიეთილენი მცირე ელემენტებად ქუცმაცდება, რომელიც ნიადაგსა და წყლებს ერწყმის, შედეგად, მომწამვლავ ნაწილაკებად უერთდება სასმელ წყალსა და საკვებ პროდუქტებს. * პოლიეთილენი გლობალური დათბობის გამომწვევი ერთ-ერთი მთავარი ფაქტორიცაა გამოდის რომ რასაც დედამიწაას ვესვრით , აუცილებად დაგვიბრუნდება უკან. როგორ დავიცვათ თავი პოლიეთილენის ზიანისგან? რა უნდა გააკეთონ რიგითმა მოქალაქეებმა? * საჭიროა თავი ავარიდოთ პოლიეთილენის მოხმარებას, თუ ამის აუცილებლობა არ არის ( თUმცა ეს ცოტა წარმოუდგენელია !) * არ დავტოვოთ პოლიეთილენის ნარჩენები ბუნებაშI რა უნდა გააკეოს სახელმწიფომ? * გაამკაცროს დამსჯელი ზომები ბუნების დანაგვიანებისათვის * კანონი, რომელიც ითვალისწინებს გარემოს დანაგვიანებას იყოს ეფექტური დაარა ბუტაფორული * იყოს მსოფლიო პოლიეთილენის წინააღმდეგ არსებული კამპანიის ადექვატური * ხელი შეუწყოს საქართველოში ბიოდაშლადი პოლიეთილენის წარმოებასა და დანერგვას |
|
|
|
Apr 24 2010, 01:33 PM
გამოხმაურება
#2
|
|
![]() წარმართი ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members გამოხმაურებები: 180 რეგისტრ.: 10-February 09 მდებარ.: შვეული მომხმარებელი № 52 |
განვითარებულ ქვეყნებში ნელნელა იცვლება პოლიეთილენი ქაღალდის პარკებით... იქ სუპერმარკეტებში ძირითადად ქაღალდისგან დამზადებულ პარკებს ხმარობენ..
ამდენი ქაღალდი და მაკულატურაა (მარტო კოტემ წელს 50 კილო ქსეროასლები გადაყარა არაფერი არ მოხდება თუ მაღაზიიდან როგორმე ჩახუტებული ქაღალდის პარკით აიტან სურსათს... მერე იმ ქაღალდს ისევ გადაამუშავებენ... თქვენ არ გინახიათ ორთაჭალაში მტკვრის ნაპირები... ბოთლების საზღვაო არმადითაა სავსე ნაპირები... ალუმინის ქილა იყოს, ფოლგირებული... ძვირია, მარა ჯანმრთელობის ფასი რაა?! რავიცი, რავიცი... ძლიერთა ამა ქვეყნისა უნდა მიხედონ, თორემ... რა უნდა გააკეთონ რიგითმა მოქალაქეებმა? ბუნებაში დაგდება გასაგებია და... მაღაზიებში, სუპერმარკეტებში გამყიდველებს ვაფრთხილებ ხოლმე ასფურცელასავით ყველაფერი პარკებში არ გაახვიონ... ზოგიერთი ძუკნა კი არაჟანს(პლასმასის ქილას) ცალკე პარკში თუ არ ჩაუდებენ გაწეწავენ საყვედურებით მოლარეს... შევესწარი ერთხელ... გამოხმაურება ბოლოს ჩაასწორა მაქცია: Apr 24 2010, 01:39 PM -------------------- არა საიდან მომავალ ხართ იყოს ამიერიდან სახელი თქვენი, არამედ საით მიმავალი ხართ! თქვენი ნება და თქვენი ნაბიჯი, რომელი თქვენ წინ გისწრებთ, - ესე იყოს თქვენი ახალი სახელი!
|
|
|
|
Jun 4 2010, 08:47 AM
გამოხმაურება
#3
|
|
![]() Love me if you dare ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members გამოხმაურებები: 2 072 რეგისტრ.: 30-December 08 მდებარ.: უსაზღვრო სივრცეში მომხმარებელი № 2 |
გარემოს დაცვის მსოფლიო დღე - 5 ივნისი
მთელი მსოფლიო 5 ივნისს ერთიანდება ერთი იდეის გარშემო, რომ დაიცვას „მრავალი სახეობა, ერთი პლანეტა, ერთი მომავალი“. გარემოს დაცვისა და ბუნერბივი რესურსების სამინისტრო პარტნიორ საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად 5 ივნისს სხვადასხვა ღონისძიების გამართვას გეგმავს. 10.00 საათზე - მხოლოდ ერთი დღით ჰიპერმარკეტ „გუდვილში“ პოლიეთილენის პარკებს ნაჭრის ჩანთები შეცვლის, რომელიც ინქება გარემოს დაცვის სამინისტროს ლოგოთი და წარწერით „5 ივნისი გარემოს დაცვის დღეა.“ გარემოს დაცვის სამინისტრო შეახსენებს მომხმარებელს, რომ ადამიანი გარემოს ყველაზე მეტად პოლიეთილენის ნაწარმით აბინძურებს და მოუწოდებს, გამოიყენონ მრავალჯერადი გამოყენების ნაჭრის ჩანთები, რადგან „პოლიეთილენის პაკეტი ბუნების მტერია“. აქციაში მონაწილეობას მინისტრ გოგა ხაჩიძესთან ერთად საზოგადოებრივი საბჭოს წევრები: აჩიკო გულედანი, ვახო ბაბუნაშვილი, ვახო სანაია, ია სუხიტაშვილი, ზაალ უდუმაშვილი, ირაკლი როსტომაშვილი მიიღებენ. 13.00 საათზე - რესპუბლიკის მოედანზე (სასტუმრო „რედისონთან“) მოეწყობა: • ფოტოგამოფენა ბიომრავალფეროვნების შესახებ - „მრავალი სახეობა, ერთი პლანეტა, ერთი მომავალი“ • დაუკრავენ ქუჩის მუსიკოსები; • ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ „მოძრაობის თეატრის“ მსახიობები; • ქუჩაში გამვლელებს საჩუქრად ქოთნის ყვავილებს მინისტრი გოგა ხაჩიძე საზოგადოებრივი საბჭოს და „მწვანე კლუბის“ წევრებთან ერთად დაურიგებს. • ღონისძიებაზე მოსულ პატარებს დაურიგდებათ ბუშტები და დროშები გარემოს დაცვის დღისადმი მიძღვნილი სლოგამებით. • პატარა გარემოსდამცველების სახის მოხატვაზე კი სამხატრო აკადემიის სტუდენტები იზრუნებენ. მოდით, ერთად აღვნიშნოთ გარემოს დაცვის მსოფლიო დღის 37-ე იუბილე! |
|
|
|
Jun 6 2010, 12:24 AM
გამოხმაურება
#4
|
|
![]() [ ] ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Global Moderators გამოხმაურებები: 1 194 რეგისტრ.: 6-January 09 მომხმარებელი № 27 |
|
|
|
|
Jun 9 2010, 02:25 AM
გამოხმაურება
#5
|
|
![]() [ ] ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Global Moderators გამოხმაურებები: 1 194 რეგისტრ.: 6-January 09 მომხმარებელი № 27 |
რა უინტერესობაა რატომ არავინ არ ნახულობთ
|
|
|
|
Jun 11 2010, 03:21 PM
გამოხმაურება
#6
|
|
![]() Love me if you dare ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members გამოხმაურებები: 2 072 რეგისტრ.: 30-December 08 მდებარ.: უსაზღვრო სივრცეში მომხმარებელი № 2 |
|
|
|
|
![]() ![]() |
| ვერსია გრაფიკის გარეშე | ახლა არის: 5th September 2010 - 10:21 AM |