IPB

გამარჯობათ ! ( შესვლა | დარეგისტრირება )

 
Reply to this topicStart new topic
> ფონდი - ღია საზოგადოება
Google.com
გამოხმაურება May 1 2009, 07:39 PM
გამოხმაურება #1


დამლაგებელი
*

ჯგუფი: Members
გამოხმაურებები: 3
რეგისტრ.: 30-April 09
მომხმარებელი № 149



ფონდი "ღია საზოგადოება - საქართველო" 1994 წელს დაფუძნდა ნიუ-იორკის ”ღია საზოგადოების ინსტიტუტის” მიერ.

ფონდი ჯორჯ სოროსის მიერ დაფუძნებულ ფონდთა ქსელის წევრი ორგანიზაციაა. ის პრიორიტეტულ მიმართულებათა მიხედვით გასცემს გრანტებს არაკომერციულ, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და კერძო პირებზე.

ფონდის მიზანია საქართველოში ღია საზოგადოების ღირებულებათა დამკვიდრება. იგი მოქმედებს მხოლოდ საქველმოქმედო მიზნებით და ემსახურება საზოგადოებრივი ინტერესების დაცვას.

ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" მისია ღია საზოგადოების მშენებლობისათვის საჭირო სტრუქტურული და კულტურული ტრანსფორმაციის აქტიური ხელშეწყობაა. სწორედ ამ მისიას უკავშირდება ფონდის პროგრამების მუშაობა.

ფონდი ახორციელებს ისეთ პროექტებს (შიდა პროექტები) და მხარს უჭერს ორგანიზაციებისა და კერძო პირების იმ ინიციატივებს, რომლებიც მიმართულია კანონის უზენაესობის, კარგი მმართველობისა და გამჭვირვალობის პრინციპების დამკვიდრებისკენ, სამოქალაქო ორგანიზაციებისა და მედიის განვითარებისკენ, სამოქალაქო ღირებულებების დამკვიდრების, რეგიონული თანამშრომლობისა და ევროპული ინტეგრაციისკენ, საქართველოს ჯანმრთელობის სფეროს განვითარებისა და ეკონომიკური თუ სოციალური საჭიროებებისაკენ.

ფონდს გააჩნია როგორც ეროვნული, ასევე ქსელური პროგრამები. ქსელურ პროგრამებს ერთობლივად ახორციელებენ სოროსის ფონდთა ქსელის ორგანიზაციები, ეროვნული პროგრამები კი მხოლოდ საქართველოში ხორციელდება და ორიენტირებულია ჩვენს პრობლემატიკაზე.

დღიდან დაფუძნებისა, ფონდის ”ღია საზოგადოება - საქართველო” საქმიანობა საკმაოდ ფართო სპექტრს მოიცავს - დაწყებული ქართული ეროვნული კულტურის მემკვიდრეობის შესწავლითა და შენარჩუნებით, დამთავრებული სოციალურ-ეკონომიკური პროექტების განხორციელებითა თუ ქვეყანაში მიმდინარე რეფორმების მხარდაჭერით. ფონდი ჩართულია საზოგადოებრივი ცხოვრების ბევრ სხვადასხვა მიმართულებაში.



ცოტა რამ ამ ფონდის დამაარსებლის ჯორჯ სოროსის შესახებ

საქველმოქმედო ფონდების დამაარსებელი და ხელმძღვანელი ჯორჯ სოროსი 1930 წელს, ბუდაპეშტში დაიბადა. იგი 14 წლის იყო, როდესაც მეორე მსოფლიო ომის დროს გერმანიის არმიამ უნგრეთის ოკუპაცია მოახდინა. სოროსის ოჯახი ერთ-ერთი იმ მცირერიცხოვან ებრაულ ოჯახთაგანი იყო, რომელთაც გადარჩენა შეძლეს.

1947 წელს სოროსი ემიგრაციაში წავიდა დიდ ბრიტანეთში, სადაც 5 წლის შემდეგ ლონდონის ეკონომიკის სკოლა (LSE) დაამთავრა. სტუდენტობის პერიოდში იგი კარლ პოპერის სამეცნიერო-ფილოსოფიურ ნაშრომებს გაეცნო. ამ ნამუშევრებმა უზარმაზარი გავლენა მოახდინა სოროსის მსოფლმხედველობაზე, აგრეთვე მის მომავალ პროფესიულ და საქველმოქმედო საქმიანობაზე.

1956 წელს სოროსი ამერიკის შეერთებულ შტატებში გადავიდა, სადაც ფინანსური ბაზრის ისტორიაში ყველაზე წარმატებული საერთაშორისო საინვესტიციო ფონდის - "Quantum Group" დაარსების შედეგად დიდი ქონება დააგროვა. ამჟამად იგი კერძო საინვესტიციო კომპანიის - "Soros Fund Management LLC" პრეზიდენტი და გამგეობის თავმჯდომარეა. ეს კომპანია საინვესტიციო ფონდების საერთაშორისო ქსელის - "Quantum Group of Funds" მთავარი კონსულტანტია.

ფინანურ სფეროში ფენომენალური წარმატების მიღწევის შემდეგ, სოროსი ღია საზოგადოების მშენებლობისაკენ მიმართული ინვესტიციების ჩადებას შეუდგა. მისივე თქმით, მან იმდენი ფული დააგროვა, რომ საკუთარ თავს ვერ დაახარჯავდა. სოროსმა დაიწყო საქველმოქმედო ფონდების დაარსება, რომელთა მიზანია ღია საზოგადოების ინსტიტუტების განმტკიცებისა და განვითარების ხელშეწყობა. ღია საზოგადოების პირველი ფონდი ("Open Society Fund") 1970 წელს ნიუ-იორკში დაარსდა. 1984 წელს ბუდაპეშტში პირველმა აღმოსავლეთ-ევროპულმა ფონდმა დაიწყო საქმიანობა.

"მე ძალიან მაინტერესებდა განსხვავება დახურულ და ღია საზოგადოებებს შორის, საიდანაც გავიქეცი და სადაც ვარჩიე ცხოვრება, - წერდა სოროსი. - ამ გაქცევამ საშუალება მომცა მეკეთებინა ის, რაც მნიშვნელოვნად მიმაჩნია, ხორცი შემესხა ჩემი ოცნებებისათვის სამყაროს უკეთესი მოწყობის შესახებ.
ეს ოცნებები სოროსს იაფი არ უჯდება. 1994 წელს მან თავისი საქველმოქმედო ფონდების სისტემაში 300 მილიონი დოლარი ჩადო, ხოლო 10 წლის შემდეგ, 2004 წელს, ეს ციფრი 474 მილიონ დოლარს შეადგენდა.




ჯორჯ სოროსი ცნობილია არა მარტო როგორც ფინანსისტი და ფილანტროპი, არამედ როგორც სოციალური მოაზროვნე, ავტორი რამოდენიმე წიგნისა, მათ შორის: "ცთომილების ეპოქა", "ამერიკული აღმატებულების საპნის ბუშტი" (2004), "ჯორჯ სოროსი გლობალიზაციის შესახებ" (2002), "ფინანსების ალქიმია" (1987), "საბჭოთა სისტემის გაღება" (1990), "სოროსი სოროსის შესახებ" (1995), "გლობალური კაპიტალიზმის კრიზისი" (1998), "ღია საზოგადოება: გლობალური კაპიტალიზმის რეფორმირება" (2000). მისი პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ თემებზე შექმნილი სტატიები და ესსეები რეგულარულად ქვეყნდება მსოფლიოს უმსხვილეს ჟურნალებსა და გაზეთებში.

თავისი საქმიანობის გამო, ჯორჯ სოროსი არაერთხელ გახდა სხვადასხვა საერთაშორისო ჯილდოსა და წოდების მფლობელი. მათ შორისაა: ნიუ-იორკის სოციალურ კვლევათა ახალი სკოლის, იელის უნივერსიტეტის, ბუდაპეშტის ეკონომიკის უნივერსიტეტის, ბოლონიის უნივერსიტეტის, რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების სახელმწიფო ინსტიტუტის საპატიო დოქტორის დიპლომები, უშინსკის სახელობის მედალი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ინსტიტუტისა (ავსტრია) და კერბერის ფონდის (გერმანია) მიერ დაწესებული ჰანა არენდტის სახელობის პრემია, პუშკინის სახელობის საიუბილეო ოქროს მედალი.

"ღია საზოგადოების" ცნება სამეცნიერო სფეროში პირველად ფრანგმა ფილოსოფოსმა ანრი ბერგსონმა შემოიღო 1932 წელს. შემდგომში ეს ტერმინი ავსტრიელი ფილოსოფოსის კარლ პოპერის შრომებში განვითარდა, უპირველეს ყოვლისა მის ცნობილ ნაშრომში "ღია საზოგადოება და მისი მტრები", რომელიც მეორე მსოფლიო ომის პერიოდში დაიწერა. სოროსი, რომელმაც უნგრეთში საკუთარ თავზე გამოსცადა ნაცისტური და კომუნისტური რეჟიმის სიმძიმე, კარლ პოპერის იდეების ერთგულ მიმდევრად იქცა, მას შემდეგ, რაც ჯერ კიდევ 40-იან წლებში, სტუდენტობისას მისი წიგნი წაიკითხა.
"
ღია საზოგადოება - ესაა თავისუფლების მაქსიმალური ხარისხი, სოციალურ სამართლიანობასთან შეთავსებული. ღია საზოგადოებისათვის დამახასიათებელია კანონის უზენაესობა, ადამინის უფლებათა, უმცირესობათა და მათი აზრის პატივისცემა, ხელისუფლების გადანაწილება და საბაზრო ეკონომიკა. ეს საზოგადოება ღიაა განვითარებისათვის." - ჯორჯ სოროსი

პ.ს. ეს ინფორმაცია ოფიციალური ინფორმაციაა, რომელიც მოძიებულია ამ ფონდის საიტზე



რას ფიქრობთ თქვენ ჯორჯ სორისზე და მის ფონდზე??


გამოხმაურება ბოლოს ჩაასწორა MANAXH: May 1 2009, 07:58 PM


--------------------
You see things; and you say 'Why?'

But I dream things that never were; and I say 'Why not?‘
Go to the top of the page
 
+Quote Post
User
გამოხმაურება Mar 4 2010, 05:06 PM
გამოხმაურება #2


სანიტარი
**

ჯგუფი: Members
გამოხმაურებები: 31
რეგისტრ.: 4-March 10
მომხმარებელი № 251



ჯორჯ სოროსი უმდიდრესთAნ ერთად უჭკვიანესი და უსაძაგლესი კაცია, მაგრამ მისი ფონდის ქართული ნაწილის გამოყენება საკმაო წარმატებით შეიძლება თუ ცოტა რამე გიყრია თავში და ამის სურვილი გაქვს.
Go to the top of the page
 
+Quote Post

Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული მომხმარებელი)
0 მომხმარებელი:

 



ვერსია გრაფიკის გარეშე ახლა არის: 5th September 2010 - 10:09 AM