ნუ დაკარგავთ დედობის სიხარულს
დედობის უნარის დაკარგვა ყველა ქალისათვის ტრაგედიაა, მით უმეტეს მაშინ, როცა ქალმა იცის, რომ თვითონ წაართვა საკუთარ თავს ყველაზე დიდი ბედნიერება. ჩადენილია დიდი, საბედისწერო შეცდომა!
ჩვენ, გინეკოლოგებმა კარგად ვიცით, რა საფრთხეს უქმნის ქალს პირველი ფეხმძიმობის შეწყვეტა. ქალების უმეტესობა აბორტს იოლ ოპერაციად თვლის. ეს მცდარი შეხედულებაა. აბორტი მძიმე ოპერაციაა, რომელიც ქალის ორგანიზმს დიდ ტრავმას აყენებს. ფეხმძიმობის პერიოდში ქალის ორგანიზმში მთელი რიგი სასიკეთო ძვრები ხდება. ამ დროს ყველა ფიზიოლოგიური ფუნქცია აქტიურდება დედისა დანაყოფის განვითარების საკეთილდღეოდ. ეს ცხრა თვე ორგანიზმის სრული აყვავების ხანაა, რომელიც ბუნებრვად მშობიარობით უნდა დამთავრდეს.
და უცებ ამ ჰარმონიაში შეიჭრება უცხო, დამანგრეველი ზალა, ეს არაბუნებრივი ჩარევა მოულოდნელად წყვეტს ორგანიზმში ბავშვის ჩასახვის მომენტიდან დაწყებულ რთულ პროცესებს. ცხადია, ორგანიზმისათვის არ არის ეს უსაფრთხო. ზოგჯერ თითქოს ოპერაცია გაურთულებლად ჩაივლის, მაგრამ გავა დრო და გართულება მაინც იჩენს თავს ანთებისა და სხვა გინეკოლოფგიური დაავადების სახით. ამ გართულების შედეგია უშვილობაც.
მძიმედ მოქმედებს მუცლის ხელოვნურად მოშლა ცენტრალურ ნერვულ სისტემაზეც, ვინაიდან ორგანიზმის შეგუებას ფეხმძიმობის ახალ პირიბებთან სწორედ ცენტრალური ნერვული სისტემა არეგულირებს და ამ პროცესის უეცარი შეწყვეტა იწვევს ნევროზებს.
რა ხშირად გამიგონია ჩემი პაციენტებისაგან: "რომ მცოდნოდა, რა შედეგი მპჰყვებოდა აბორტს!..." მაგრამ, სამწუხაროდ, როცა ამ ფრაზას ამბობენ, უკვე ძალზე გვიან არის. ქალი უშვილო რჩება, კარგავს ცხოვრების მიზანს. მას სასოწარკვეთილება იპყრობს, ხან ერთ ექიმთან მიდის, ხან მეორესთან, თანახმაა ყოველგვარ ოპერაციაზე, ხანგრძლივ, მძიმე მკურნალობაზე, ორონდ კვლავ დაიბრუნოს იმის ბედნიერება, რომ ცხრა თვე მკერდ ქვეშ ატაროს შვილი, გაიხაროს მისი პირველი ღიმილით, პირველი კბილის ამოჭრით, პირველი გაუბედავი ნაბიჯებით, პირევლი სანუკვარი სიტყვით - "დედა!"...
არის შ მთხვევები, როცა ქალი იბრუნებს დედობის შესაძლებლობას, მაგრამ რა წვალების ფასად!... პირველი ფეხმძიომობის შეწყვეტის სავალალო შედეგი თითქმის ყველა შემთხვევაში გამოუსწორებელი რცება.
ამიტომ მინდა მივმართო ტველა ქალს, ყველა ახალშეუღლებულს: არავითარ შემთხვევაში არ მოიშალოთ პირველი ფექმძიმობა, ნუ გადადებთ სამომავლოდ ბავშვის გაჩენას. გადადეთ დისერტაციის დაცვა, მანქანის ყიდვა, ბინის შეზენა... ყველაფერ8 მოითმენს, ორონდ ნუ გადადებთ დედობას და მამობას. ამ უფლების ხელახალი მოპოვება ზოგჯერ სრულიად შეუძლებელი ხდება.
დედობა ქალის უზენაესი დანიშნულებაა. ფიზიკურად ჯანმრთელი და ზნეუბრივად ამაღლებუ;ო თაობის აღზრდა არა მარტო ოჯახის ბედნიერებაა, არამედ ერის მომავალიც
ჩვენმა ქვეყანამ საუკუნეების მანძილზე ურიცხვი მტრის განუწყვეტელ შემოსევას რომ გაუძლო, ეს იმის წყალობით მოხდა, რომ ერს დედაბოძად ქართველი ქალი, მრავალშვილიანი დედა ედგა.
ეხლა საქართველოს, დიდი საბჭოთა ოჯახის სრულუფლებიან წევრს, სამშვიდობო ზეცა დაჰყურებს. საბედნიეროდ წარსულს ჩაბარდა ის დრო, როცა ქართველ ხალხს ხმალი ქარქაშში ვერ ჩაეგო. ახლა ჩვენი გმირობა ქვეყნის წინსვლისთვის მშვიდობიანი შრომა, ერის ზრდა და გამრავლებაა.
მაგრამ ეხლა ჩვენს ხალხს სხვა მტერი მუსრავს _ აბორტი და ჩვენ მას სატიკი ბრძოლა უნდა გამოვუცხადოთ,რადგან აბორტი დრეს მომავალ ბავშვს გვისპობს, ხოლო რამდენიმე წლის შემდეგ ცოლს, ჩვენივე შვილების დედას სხვადასხვა სახის კიბოებით, კისტომებით ფიბრომებითა და ნერვული სისტემის სრული განადგურებით ემუქრება.
საზოგადოების მრისხანება უნდა დაატყდეს თავს ყველა იმ ვაი-ექიმს, აბორტმახერს, ვინც მასტან მისულ დაბნეულ ახალგაზრდა ქალს არ აუხელს თვალს მომავალ საშიშროებაზე, ვინც ანგარებას, მომხვეჭელობას ანაცვალებს ადამიანის ბედს, ერის ინტერესებს. სამწუიხაროდ, უკანასკნელ ხანს ამ ვაი-ექიმთა რიცხვი მომრავლდა. დაბალი ინტელექტისა და კულტურის იატაკქვეშა აბორტ მახერები განუზომლად დიდ ზიანს აყენებენ ჩვენს ხალხს. მე მათ ერის მოღალატეებს ვუწოდებ და სრულიადაც არ მეშინია ამ სიტყვის დაწერა. განა ახლა, როცა ყველამ ვიცით, რომ ჩვენს რესპუბლიკას კავშირში მეთერთმეტე-მეთორმეტე ადგილი უკავია შობადობის მხრივ (ნამატი მხოლოდ ზოგიერთ რაიონებშიმ - ბოლნისის, მარნეულის, დმანისის, წალკის, გარდაბნის, ახალციხის რაიონებშია), მტელი საზოგადოება არ უნდა აღდგეს ამ საკითხის მოსაგვარებლად?
ხალხის გამრავლება ჩვენს ქვეყანაში სახელმწიფო მნიშვნელობის საკითხია. მისი წარმატებით გადაჭრისათვის საქმის სწორი ორგანიზაცია სისტემურ ყურადრებას მოითხოვს პარტიული და სახელმწიფო ორგანოებისაგან. ინფორმაციის საშუალებებმა - პრესამ, რადიომ, ტელევიზიამ ხელი უნდა შეუწყოს ამ საკითხზე საზოგადოებრივი აზრის შექმნას.
ერის გამრავლება ყოველთვის ყოფილა და არის ერისკაცთა საზრუნავი.
და რაკი ქართულ ენაში ერისკაცობა ერისქალობასაც ნიშნავს, რაკი, როგორც სულმნათი აკაი ამბობდა, "ქალი ბურჯი და ქვაკუთხედია როგორც კერძო ოჯახის, ისე საზოგადოებისაც - ე.ი. მთელი მისი ქვეყნის, მისი სამშობლოსი", ისევ ჩვენს ქალებს მინდა შევევედრო: ნუ დაკარგავთ დედობის სიხარულს!