საწყისი პროექტები ჩვენს შესახებ ეს საინტერესოა ფორუმი ფოტოალბომები
ქართული ენის არჩევა   Выбор Руссково языка   Choose English Language
დემოგრაფია
სამედიცინო-დემოგრაფიული პრობლემები საქართველოში

ყოველი ერი განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს შობადობის პრობლემებს, ყოველმხრივ ჯანსაღი და სრულყოფილი თაობის მოვლინებას და ამაში ხედავს იგი თავისი განვითარების საწინდარს, მისთვის დამახასიათებელი ნიშან-თვისებების, ტრადიციების, წეს-ჩვეულებების და ინდივიდუალობის უკვდავყოფას.
ბუნებრივია ქართველ ერს აწუხებს შობადობის, თავისი შთამომავლობის გამრავლების მართლაც მწვავე პრობლემები. მათ გადასაწყვეტად საქართველოს დიდი ძალისხმევა დასჭირდება, რადგან დღესდღეისობით საქართველოში არსებული უამრავ სოციალურ ეკონომიკურ პრობლემებს შორის ერთ-ერთი უმთავრესი დემოგრაფიული პრობლემაა. 1989 წლის, უკანასკნელი საბჭოთა აღწერის მიხედვით საქართველოში ცხოვრობდა 5 400 800 ადამიანი, ხოლო დამოუკიდებელ საქართველოში პირველად 2002 წელს ჩატარებული ეროვნული საყოველთაო აღწერის მიხედვით დაფიქსირდა 4 371 500 ადამიანი, რაც ნიშნავს, რომ ასე ხნამოკლე ისტორიული პერიოდის განმავლობაში 13 წელი) მოსახლეობა საკმაოდ დიდი რაოდენობით შემცირდა, ანუ დაახლოვებით მილიონი ადამიანით. რაც ასეთი მცირერიცხოვანი ქვეყნისათვის აუნაზღაურებელი დანაჯკლისია. საერთო ჯამში კი საქართელოს ამჟამინდელი დემოგრაფიული მდგომარეობის დახასიათება საკმაოდ რთულია, თუნდაც იმის გამო, რომ მოსახლეობის რაოდენობაც კი არ არის ზუსტად ცნობილი, რადგანაც არასრულფასოვნად ხორციელდება დაბადებათა და გარდაცვალებათა და ქვეყნის გარეთ მიგრირებული მოსახლეობის აღრიცხვა.
გაეროს პროგნოზების მიხედვით კლების ასეთი ტენდენციით გაგრძელების შემთხვევაში საქართველოს მოსახლეობა 2050 წლისათვის განახევრდება, რაც ქართველ ერს უდიდესი საფრთხის წინაშე აყენებს, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ქართველი ერი გადაშენების კანდიდატია ასეთი დემოგრაფიული კრიზისის გაგრძელების შემთხვევაში.
მოსახლეობის საპროგნოზო მატება 2050 წლისათვის საქართველოში და მის მოსაზღვრე ქვეყნებში შემდეგნაირია:
საქართველო _ -23%
სომხეთი _ 0%
აზერბაიჯანი _ 42%
თურქეთი _ 47%
რუსეთი _ -12%

საქართველოსა და მისი მეზობელი ქვეყნების ძირითადი დემოგრაფიული მაჩვენებლები
(შობადობა და სიკვდილიანობა, 2002 წლის მონაცემები)



მთელი მსოფლიო მაშტაბით კი მოსახლეობა იზრდება და ეს ზრდა განპირობებულია განვითარებად ქვეყნებში არსებული შობადობის მაღალი დონით. განვითარებული ქვეყნებისათვის კი დამახასიათებელია შობადობის მკვეთრი კლება და ასევე მკვიდრი მოსახლეობის დეპოპულაციის პროცესი. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის (გაეროს) ექსპერტთა პროგნოზით 2050 წლისათვის მსოფილოს მოსახლეობა 10 მილიარდს მიაღწევს (2002 წელი მსოფლიოს მოსახლეობა მხოლოდ 6,137 მილიარდი იყო).
ამასთან მოსახლეობის ზრდა განვითარებულ ქვეყნებში 75%-ს შეადგენს. ეს ზრდა, შობადობის დაბალი მაჩვენებლის ფონზე შესაძლებელია მხოლოდ უცხო ქვეყნების მოქალაქეთა იმიგრაციის გაფართოვების ხარჯზე.
უკანასკნელ წლებში, ზეწდმიწევით სწრაფად იზრდება სწორედ ქვეყნის მოსახლეობის შობადობის დონე, რომლნიც განიცდის განსაკუთრებულ გაჭირვებას, მოსახლეობის წყლით და საკვებით მომარაგებაში. მაგალითად, არსებული პროგნოზით აფრიკის ისეთ უღარიბეს ქვეყნებში როგორიცაა ეთიოპია და ერიტრეა მოსახლეობის რაოდენობა თითქმის ორჯერ გაიზარდება, ხოლო ჩინეთსა და ინდოეთში, მიუხედავად უკიდურესად მკაცრი ზომებისა, რომლებიც მიმართულია შობადობის შემცირებაზე, ვერ ახერხებან მოსახლეობის ზრდის ტემპების შეჩერებას. ამასთან, ევროპის უმეტეს ქვეყნებში, მათ შორის იქაც, სადაც ტრადიციულად აღირიცხებოდა მოსახლეობის მაღალი მაჩვენებლები, ადგილი აქვს მის გამოხატულ კლებას (პორტუგალია, იტალია, ესპანეთი).


ზოგიერთი ქვეყნების ძირითადი დემოგრაფიული მონაცემები (შობადობა და სიკვდილიანობა 2002 წლის მონაცემებით)



ამრიგად, ქვეყანაში თანამედროვე დემოგრაფიულ სიტუაციას სისტემატური კრიზისის ხასიათი აქვს. ეს სისტემა მოიცავს შემდეგ პრობლემებს: შობადობის კრიზისულ ზღვრამდე შემცირება, გარკვეულ წილად მოკვდაობის ზრდა, დემოგრაფიული სქესობრივ-ასაკობრივი სტრუქტურა, მოსახლეობის ბუნებრივი მატების შემცირება, ჯანმრთე- ლობის გაუარესება, გარე და შიდა მიგრაციის ფართო მაშტაბები, დიდი რაოდენობით განდევნილ მოსახლეობა და დემოგრაფიული პროცესების მართვის დაბალი დონე.
უკანასკნელ ათწლეულში განვითარებულმა სოციალურ-ეკონომიკურმა კრიზისმა, სამოქალაქო ომმა, დევნილთა ნაკადმა, გაზრდილმა უმუშევრობამ და ასევე ცხოვრების პირობების მნიშვნელოვნად გაუარესებამ და მიგრაციის იმნტესივობამ უარყოფითი გავლენა მოახდინა არა მარტო მოსახლეობის ჯანმრთელობაზე, არამედ დემოგრაფიულ განვითარებაზეც.
ასევე მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნა, რომ ბუნებრივი მატების კოეფიციენტი საკამოდ კლრებულობს ბოლო წლების განმავლობაში, თითქმის ყველა რეგიონში. სტატისტიკის დეპატრამენტის მონაცემებით ბუნებრივი მატების მაჩვენებელი 1985 წელს დაფიქსირდა 51,5 და შემდეგ მკვეთრეად შემცირდა და 2000 წელს 1,5-მდე დაეცა, ხოლო 2006 წლის მონაცემებით ბუნებრივი მატების კოეფიციენტი 5,5-ია.

საქართველოს მოსახლეობის ბუნბრივი მოძრაობის დინამიკა (ბუნებრივი მატება 1980-2006 წლებში)



ქვემოთ მოყვანილია საქართველოს მოსახლეობის რაოდენობის ამსახველი გრაფიკი, სადაც მონაცემები არის 1980 წლიდან 2006 წლამდე აღსანიშნავია, რომ 1992 წლიდან მნიშვნელოვნად კლებულობს საქარ- თველოს მოსახლეობა და ერთი წლის შემდეგ უკვე დაახლოვებით 700 000-ით ნაკლებია, ხოლო უკვე 2006 წლისათვის 4 401 300-ია.

საქართველოს მოსახლეობა 1980-2006 წლებში (ათასებში)



რაც შეეხება ქვეყნის მოსალეობის ჯანმრთელობის მდგომარეობას, იგი თავის მხრივ შეიძლება დახასიათდეს შემდეგი ორი მჩვენებლით: ახალშობილთა მოსალოდნელი სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა და მეორეს მხრივ ჩვილ (ანუ 0-დან 1 წლამდე) ბავშვთა სიკვდილიანობის კოეფიციენტი.
ამ ორივე მაჩენებლით საქართველო არც თუ ის ე სახარბიელო მდგომარეობაში იმყოფება. მაგალითად, 2007 წლის მონაცემებით საქართველოში მოსალოდნელი სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა არის: ქალები - 77 წელი, კაცები - 69, ხოლო ორივე სქესი ერთად - 73 წელი.
ამ ორივე მაჩვენებლით, საქართველო ჩამოჩება ევროპის განვითარებულ ქვეყნებს. სხვადასხავ გამოკვლევებით დადასტურდა, რომ 2050 წლისათვის ჩვენს ქვეყანაში გაიზრდება სიხოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, თუმცა ის მაინც უფრო ნაკლები იქნება, ვიდრე დღეისათვის არის ევროპის განვითარებულ ქვეყნებში.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მაღალი შემოსავლაბის მქონე ქვეყნებში მოსალეობის ორი მესამედი 70 წელზე მეტს ცოცხლობს, ხოლო გარდაცვალების მიზეზები, როგორც წესი ქრონიკული დაავადებებით (გულ-სისხლძარღვთა და ფილტვების ქრონიკული დაავადებები, ასევე სიმსივნეები და დიაბეტი) არის განპირობებული, ინფექციურ დავადებებს შორის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიზეზს ფილტვის ინფექციები წარმოადგენს.
რაც შეეხება საშუალო შემოსავლიან ქვეყნებს, აქ სიკვდილიანობის ძირითადი მიზეზები ანალოგიურია, თუმცა წამყვან მიზეზებს შორის აივ/შიდსი, ორსულობისა და მშობიარობის გართულებები და ასევე საგზაო-სატრანსპორტო ტრამვები წარმოადგენს.
დაბალი შემოსავლების მქონე ქვეყებში 70 წლამდე მოსახლეობის მხოლოდ ერთი მეოთხედი აღწევს, ხოლო სიკვდილანობის ყოველი შემთხვევის ერთი მესამედი 14 წლამდე ასაკის ბავშვებში აღირიცხება. მიუხედავდ იმისა, რომ აქ სიკვდილიანობის ძირითად მიზეზებს გულ-სისხლძარღვთა დავადებები წარმოადგენს, საერთო ჯამში კი ინფექციური დავადებებისა (აივ/შიდსი, სასუნთქი ორგანოების ინფექციები ტუბერკულიოზი, მალარია) და ორსულობის და მშობიარობის შემდეგ გართულებებზე გარდაცვალების უფრო მეტი შემთხვევა მოდის.
რაც შეეხება სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობის ყველაზე მაღალი მაჩვენებლით ხასიათდება კანადა. ქალი - 83 წელი, კაცი - 78, ხოლო ორივე სქესისათის ერთად - 80 წელი. კუბაშიც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა, ქალი - 79, კაცი - 75, ხოლო ორივე სქესისათვის ერთად - 77 წელი. ასევე ესპანეთში, სადაც ეს მაჩვენებელი ქალებში - 83 წელია, ხოლო კაცებში - 77, ორივე სქესისათვის ერთად კი - 80 წელი. რაც შეეხება, სიცოცხლის საშუალო ხანგრძივობის მინიმალურ ასაკს, დაფიქსირდა ავღანეთში, სადაც როგორც ქალების, ასევე კაცების, და ორივე სქესის ერთად სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 2007 წელს იყო 42 წელი. მნიშვნელოვანია, ასევე აფრიკის ქვეყნების შესახებ ორიოდე სიტყვის თქმა, თითქმის მთელ აფრიკის კონტინეტზე სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა ძალიან დაბალია მაგალითად, ლესოტოში ეს მაჩვენებელი 2007 წლის მონაცემებით 35-36 წლის ფარგლებში მერყეობს.
ზოგიერთი ქვეყნის მოსახლეობის მოსალოდნელი სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა (2007 წლის მონაცემენით)



რაც შეეხება ჩილ ბავშვთა სიკვდილიანობას, 2007 წელს 20,0-ს შადგენდა (ყოველ 1000 ცოცხლადშობილზე), სოციალურ ეკონომიკურ სიძნელეების გამო ჯერ კიდევ მაღალია მკვდრადშობადობის მაჩვენებელი 2005 წელს 766 მკვდარი ბავშვი დაიბადა (მკვდარადშობადობის მაჩვენებელი 16,0), რაც წინა წლის მაჩენებელთან შედარებით მაღალია, ხოლო 2006 წელს კი ეს მაჩვენებელი ასევე მაღალი იყო, მაგარმ 2005 წელთან შედარებით ოდანვ მოკლებულია და შეადეგნს - 14,7-ს.
შედარებისთვის აღსანიშნავია, რომ ანალოგიური მაჩენებლები შესაბა- მის პერიოდში სხვდასხვა ქვეყნებში საკმაოდ განსხვავებული იყო. მაგალითად, ყველაზე მინიმალური მაჩვენებელი დაფიქსირდა შემდეგ ქვეყნებში: იაპონია - 2,8. შვედეთი - 2,8. საფრანგეთი - 3,7. გერმანია - 3,8. რუსეთი - 10. დანია - 3,9. უკრაინა - 10. ავსტრია - 3,6. ესპანეთი - 3,8. დიდი ბრიტანეთი - 4,9. ხოლო ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აღნიშნულია შემდეგ ქვეყნებში: ავაღანეთი - 166, ანგოლა - 141, ნიგერია - 126.



ქვემოთ მოყვანილია ერთ წლამდე ასაკის ბავშვთა გარდაცვალების მაჩვენებლები, როგორც ბიჭებისათვის ასევე გოგონებისათვის, ნეონატალურ და ასევე პოსტნეონატალურ პერიოდებში.

ნეონატალური პერიოდი



პოსტნეონატალური პერიოდი



ჩვილ ბავშვთა სიკვდილიანობის საქართველოში არსებული არც თუ ისე დაბალი დონე, მით უფრო მეტ აქტუალობას იძენს, თუ გავიხსენებთ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ პერიოდში საქართველოში განვითარებულ სოცილაურ და ეკონომიკურ კატალიზმებს, რის გამოც მნიუშვნელოვნად გაუარესდა შობადობის, როგორც აბსოლუტური ისე შეფარდებითი მაჩვენებლები. მაგალითად, 1990 საქართველოში ცოცხლად დაბადებულთა რაოდენობამ შეადეგინა 92815 ბავშვი, ხოლო 2006 წელს იგივე მონაცემები 47795-მდე შემცირდა. ყოველ 1000 მოსახლეოზე გაანგარიშებით კი ეს ნიშნავს, რომ შობადობის ზოგადი კოეფიციენტი 1990 წელს იყო 17,1, ხოლო 2006 წელს კი მხოლოდ 10,1. შედარებისათვის კი აღვნიშნოთ, რომ ამ წლებში მოსახლეობა შესაბამისად იყო 1990 წელს - 5424400, ხოლო 2006 წელს კი - 4401300.
მარტივი კვლავწარმოებისათის (ანუ თაობათა იგივე რაოდენობის განახლებისათის, რაც ჩვენი მოსახლეობის რაოდენობრივ შენარჩუნებას გულისხმობს) საჭიროა შობადობის ზოგადი კოეფიციენტი 15‰-ზე ნაკლები არ იყოს, რასაც თავისთავად, არსებული ტენდენციის შენარჩუნების შემთხვევაში მოსახლეობის შემცირება მოჰყვება.
ასევე მნიშვნელოვანი პრობლემაა მესამე და მეტი რიგითობის ბავშვის ყოლის მოთხოვნილება. 2000 წელს ცოცხლად დაბადებულთა შორის 85%-ზე მეტი პირველი ან მეორე ბავშვი იყო. შედარებისათვის ავღნიშნავთ, რომ 1970 წელს მათი ხვედრითი წილი 70%-ს არ აღემატებოდა. მესამე და მეტი რიგითობის ახალშობილთა ხარჯზე გაიზარდა პირველ ბავშვთა რაოდენობა 36,6%-დან 51,9%-მდე. მრავალშვილიანი ოჯახების რიცხვის ასეთი მნიშვნელოვანი კლება გადამწყვეტ გავლენას ახდენს ზოგად დემოგრაფიულ მაჩენებლებზე.

დაბადებულთა რიგითობის მიხედვით ცოცხლადდაბადებულთა ხვედრითი წილის დინამიკა საქართველოში (%)



დღეისათის ქვეყნების უმრავლესობაში შობადობის შემცირების და მოსახლეობის დაბერების ფონზე, უმთვარესი ამოცანაა ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვა და მატი დავადებების მიმართ რეზისტენტულობის გამომუშავება.
საქართველოში არსებული დემოგრაფიული სიტუაციიდან გამომდი- ნარე, ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრობლემას წარმოადგენს ბავშვთა ჯანმრთელობა. ეს თავისთავად დაკავშირებულია დედის ჯანმრთელობის მდგომარეობზე, ასევე ნაყოფის განვითარებაზე, მშობიარობის მართვაზე, მნიშვნელოვანია, ასევე ახალშობილის მოვლა ადრეულ ნეონატალურ პერიოდში, მეთალყურეობა ბავშვის განვითარებაზე, სოციალური და ფიზიკური პირობები, კერძოდ სიღარიბე და არაკეთილსაიმედო გარემო შეიძლება იმ სოციალურ ფაქტორთა რიგში აღმოჩნდეს, რომლებიც გამანადგურებლად იმოქმედებს ჯნმრთელობაზე მთელი სიცოცხლის განმავლობაში.
შობადობის არსებული დაბალი დონე მრავალი ფაქტორითაა განპირობებული, რომელთა შორის სოციალურ-ეკონომიკურის გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ბავშვის ყოლის მოთხოვნილების შემცირებას, რაც ყველა ქვეყნისათის ისტორიულად გარდაუვალი პროცესია. ამ მხრივ გამონაკლისი არც საქართველოა და ვერც ის აცდება ისტორიული განვითარების მაგისტრალურ ხაზს. მაგრამ ჩვენს ქვეყანაში ბოლო წლებში განვითარებულმა უმწვავესმა სოციალურ-ეკონომიკურმა პრობლემებმა საგრძნობლად დააჩქარა ეს პროცესი. ამიტომ თანამედროვე პირობებში, როდესაც პრობლემატურია ყოველი მომდევნო რიგითობის ბავშვის გაჩენა, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს უკვე გაჩენილი ბავშვების სიცოცხლის შენარჩუნების საკითხი. რაც აიხსნება ჩვენს ქვეყანაში სიკვდილიანობის საკმაოდ მაღალი დონით.
თანამედროვე პირობებში ამ პრობლემის დაძლევაში განსაკუთრებული როლის შესრულება შეუძლია ჯანდაცვის სისტემის სრულყოფა-განვითარებას, ჯანმრთელობის დაცვის ხელმისაწვდომობა და უსაფრთხო დედობის უზრუნველყოფას. აქვე უნდა აღვნიშნო, რომ ბოლო აღწერებს შორის (1989-2002) პერიოდში, საქართველოს მოსახლეობა დაახლოვებით 20%-ით, ანუ მილიონი ადამიანით შემცირდა. საქართველოდან ემოგრირებული მოსახლეობის ხარჯზე. ეს მნიშვნე- ლოვანი დემოგრაფიული დანაკარგია საქართელოსათის, ადგანაც წასულთა შორის სწორედ ახალგაზრდა, შრომისუნარიანი და რეპროდუქციულ ასაკში (15-49) მყოფი ადამიანები სჭარბობენ.
ასევე მნიშვნელოვანია აბორტების შესახებ ორიოდე სიტყვის თქმა. საქართველოში უკანასკნელ წლებში გამოვლენილია ფერტელური ასაკის ქალთა ჯანმრთელობის გაუარესების ტენდენცია, რასაც ხელს უწყობს ოჯახის დაგეგმვისა და რეპროდუქციული ჯანმრთელობის საკითხში ქალთა განათლების არასაკმარისი დონე. სხვა შემთხვევაში ძნელი ასახსნელია ის გარემოება, რომ ოჯახის დაგეგმვის პროცესში კვლავ წამყვანი ადგილი უკავია აბორტს, რომლის მხოლოდ აღრიცხული შემთხვევების საერთო რაოდენობამ 2005 წელს 19734 შეადგინა, მათ შორის 6710 (34%) – “მინი აბორტია”. 2005 წელს ორსულობის ხელოვნურად შეიწყვიტა 15 წლამდე ასაკის 6 გოგონამ. ასევე სტაბილურად მაღალია აბორტების რაოდენობა 15-19 წლამდე ასაკის გოგონათა შორის (2005 წ.- 1406, 2004 წ.- 1494, 2003 წ.- 897, 2002 წ. - 789).
მნიშვნელოვანია, აქვე ავღნიშნო, ცნობილი ექიმის კონსტანტინე ჩაჩავას სიტყვები აბორტთან დაკაბშირებით: “ახლა ჩვენს ხალხს სხვა მტერი მუსრავს - აბორტი და ჩვენ მას სასტიკი ბრძოლა უნდა გამოვუცხადოთ, რადგან აბორტი დღეს მომავალ ბავშვს გვისპობს, ხოლო რამოდენიმე წლის შემდეგ ცოლს, ჩვენივე შვილების დედას სხვადასხავა სახის კიბოებით, კისტომებით, ფიბრომებით და ნერვული სისტემის სრული განადგურებით ემუქრება.
“ჩვენ ქალებს უნდა შევევედროთ - ნუ დაკარგავთ დედობის სიხარულს!”
ევროპის სხვა ქვეყნებთან შედარებით საქართველოში აბორტების რაოდენობა კვლავ მაღალი რჩება. მართალია ჯერ კიდევ დაბალია კონტრაცეპტივების მომხმარებელ ქალთა რაოდენობა, მაგრამ 1992-2005 წლებში მაინც იკვეტება სპირალისა და ჰორმონალური კონტრაცეპტივების მომხმარებელთა ჯამური რაოდენობის ზრდა რეგისტრირებულ აბორტთა რიცხვთან შედარებით.
ბოლო ათწლეულების მანძილზე საქართველიში მიმდინარე პოლიტიკურმა და სოციალურ-ეკონომიკურმა პრობლემებმა გამოიწვია, როგორც მთლიანდ მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესება, ასევე ჯანდაცვის სისტემის ბევრი რგოლის მუშაობის დასუსტება, როგორც შედეგი, შეიქმნა პირობები ზოგიერთი სოციალურად საშიში ინფექციის დავდებულთა მატებისათვის. ამიტომ ძალზე დიდ მნიშვნელობას იძენს ეპიდემოლოგიური დავადების გავრცელების თავიდანასაცილებლად მასზე ზედამხედველობის (ეპიდზედამხედვე- ლობა) გაძლიერება, ასევე დავადებათა კონტროლის და პროფილაქტიკის სისტემის მწყობრი მუშაობა.
ქვეყნის მასშტაბით, 2000 წელს, ისევე როგორც წინა წლებში არ გატარებულა კომპლექსური ღონისძიებები საწარმოო, საყოფაცხოვრებო და ჯანდაცვის სფეროებში, სანიტარულ-ჰიგიენური წესების, ნორმების და ჰიგიენური ნორმატივების მოთხოვნილებების დაცვის გათვალისწინებით.
და ბოლოს რაც შეეხება საქართველოს დემოგრაფიულ განვითარებას, სხვა ქვეყნებთან შედარებით მას ახასიათებს გამოკვეთილი თავისებურებები. მიუხედავად იმისა რომ საქართველო ეკონომიკურად განვითარებადი ქვეყანაა, მისი დემოგრაფიული მაჩვენებელი უახლოვდება განვითარებული ქვეყნების მონაცემებს. მკვეთრად შემცირებულია შობადობა, იზრდება საერთო სიკვდილიანობა, მცირდება მოსახლეობის ბუნებრივი მატება.
საქართელოში არსებული დემოგრაფიული სიტუაცია მოითხოვს ყოველმხრივ მოფიქრებული და გააზრებული სახელმწიფო პოლიტიკის გატარებას, რომელიც უნდა ხორციელდებოდეს ქვეყნის მოსახლეობის სპეციფიკის გათალისწინებით. სახელმწიფოებრივ დონეზე უნდა იქნეს აყვანილი ქართველი მოსახლეობის შვილიანობის მასტიმულირებელი ღონისძიებები. ამ სახის მუშაობა სახელმწიფოს სოციალური პოლიტიკის უმნიშვნელოვანესი შემადგენელი ნაწილი უნდა გახდეს. ამ მიმართუ- ლებით გატარებული ღონისძიებების განხორციელებაში ფართოდ უნდა ჩაებას სხვადასხვა უწყება და საზოგადოებრივი ორგანიზაცია.
Powered by LINE-STUDIO