ჩვენს შესახებ
"ახალგაზრდა მედიკოსები" არის არაკომერციული არასამთავრობო ორგანიზაცია. ორგანიზაციის წევრები არიან სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის სამედიცინო სპეციალობების სტუდენტები და ახალგაზრდა ექიმები.
ორგანიზაციის მიზანია იზრუნოს საქართველოს მოსახლეობის, განსაკუთრებით კი ახალგაზრდების ჯანმრთელობაზე. კერძოდ, იგი მუშაობს ისეთ თემებზე როგორიცაა აივ ინფექცია/შიდსი, ნარკომანია, სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები, ჰეპატიტები, კონტრაცეფცია, იოდდეფიციტი, თამბაქო...
ვიმედოვნებთ, რომ ჩვენს მიერ ჩატარებული ტრეინინგები, აქციები და სხვადასხვა სახის ღონისძიებები მნიშვნელოვან როლს შეიტანენ ზემოთხსენებული პრობლემების მოგვარებაში, რადგან ჩვენ თვითონ ვართ ამ თაობის წარმომადგენლები, ამიტომ ყველაზე უკეთ ვიცით, რა პრობლემები აქვთ ახალგაზრდებს და როგორ შეიძლება გავუმკლავდეთ მათ.
თუ გაგიჩნდებათ ჩვენთან თანამშრომლობის სურვილი ან გენდომებათ ჩვენს ორგანიზაციაში გაწევრიანება, დაგვიკავშირდით.