“შერეკილები”
ნებისმიერი ფსიქიკური დაავადება განუკურნებელი, გენეტიკური და საშიშია, დაავადებულთან ურთიერთობა – სამარცხვინო, - ეს აზრი უდევს საფუძვლად საზოგადოებაში არსებულ სტიგმას, რომელიც ფსიქიკური დავადების თითქმის ყველა ფორმას სდევს თან, და ამ სენით შეპყრობილ პირთა იზოლაციის, შეზღუდვის და სასოწარკვეთის მიზეზია. ასეთი შეხედულება ხელს უშლის პაციენტის დროულად მიყვანას ექიმამდე. ავადმყოფის ახლობლები ცდილობენ რაც შეიძლება დიდხანს დამალონ “სამარცხვინო ფაქტი” და, მხოლოდ უკვე დამძიმებული შემთხვევების დროს მიმართავენ ფსიქიატრს. გარდა ამისა, ხშირია შემთხვევები, როდესაც ავადმყოფი არა ფსიქიატრთან, არამედ მედიცინის სხვა დარგის სპეციალისტთან მიდის, ესეც პრობლემის ერთგვარი დამალვაა. ეს ყველაფერი საზოგადოების გაუთვითცნობიერებაზე მეტყველებს. ცოტამ თუ იცის, რომ დღეისათვის, სხვადასხვა სიმძიმის და სახის ფსიქიკური პრობლემები დაახლოვებით 400 მილიონ ადამიანს აწუხებს. ამათგან თითქმის 90% განკურნებადია,
ნუ დაკარგავთ დედობის სიხარულს
წერილი ეკუთვნის აკადემიკოს კონსტანტინე ჩაჩავას, რომელიც მან დაწერა გარდაცვალებიდან სულ ცოტა ხნით ადრე. ვფიქრობ, საინტერესოა, თუ რას წერდა დიდი გინეკოლოგი აბორტზე და საქართველოს დემოგრაფიულ მდგომარეობაზე რამდენიმე ათეული წლის წინ.
ტრეინინგი ალმამატერში
ოთხშაბათს, 10 დეკემბერს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში ჩატარდა ტრეინინგი აივ ინფექცია შიდსის შესახებ.ტრეინინგის ორგანიზატორები ვიყავით ჩვენ - ახალგაზრდა მედიკოსები და შიდსის ცენტრი. დამსწრე საზოგადოებას დაურიგდა კალებდრები და ბუკლეტები შიდსის შესახებ, ასევე ასანთები რომელზეც აწერია "შეაჩერე შიდსი".
ვინ ვართ ჩვენ???
"ახალგაზრდა მედიკოსები" არის არაკომერციული არასამთავრობო ორგანიზაცია. ორგანიზაციის წევრები არიან სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის სამედიცინო სპეციალობების სტუდენტები და ახალგაზრდა ექიმები.